თამაშგარე

12:43 | 12.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მატრი სატრფოს დაშორდა

“იუვენტუსის“ შემტევი - ალესანდრო მატრი ორ წელზე მეტია, რაც ცნობილ იტალიელ მოდელს,  ფედერიკა ნარჯის ხვდება. ამ დროის მანძილზე, ალესანდროსა და ფედერიკას შესახებ იტალიაში არაერთი ჭორი იშვა. “ჭორიტიკოსებმა” რა აღარ მოიგონეს. ერთი პერიოდი იმასაც კი ამბობდნენ, მატრი შეყვარებულს დაშორდაო...

თავიდან ეს ჭორები ალესანდროს და მის სატრფოს სიცილადაც არ ყოფნიდათ და მათ საპასუხოდ, საჯარო მტლაშა-მტლუშში იყვნენ გართულნი. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი შესაძლებელია, რომ მატრისა და ნარჯის შორის შავმა ფისუნიამ მართლაც გაირბინა.
დაახლოებით ერთი თვეა, ტურინის ”იუვენტუსის” ფეხბურთელი თავის სატრფოსთან ერთად საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. ჟურნალისტების ზარებსა და წერილებს მატრი არ პასუხობს, ფედერიკა ნარჯის გამოჭერა კი, აქამდე ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ შეძლო. “შეძახილმა ხე გაახმოო“, სწორედ მატრისა და მის ტრფობაზე შეიძლება ითქვას... 
 
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.137679
სარეკლამო ადგილი - 99
X x X