ტურინის “იუვენტუსი” და “ნაპოლი” 29 წლის ფორვარდის – ალესანდრო მატრის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მხარეები ოფიციალურ შეთანხმებას იტალიის ჩემპიონატის 2013-2014 წლების სეზონის დაწყებამდე გააფორმებენ. მატრის სანაცვლოდ, “ნაპოლი” “იუვენტუსს” 12 მილიონ ევროს გადაუხდის.
ცნობისათვის, მატრიმ “იუვეს” მაისურითYჩატარებულ 85 მატჩში 36 გოლი მიითვალა.