ესპანური “ვალენსიას” ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
Lequipe-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელის შეძენა კატალონიურ “ბარსელონას” სურდა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ის ამ კლუბის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეც იყო, თუმცა, მატიემ “ვალენსიაში” 2017 წლამდე დარჩენა გადაწყვიტა და კონტრაქტიც გააფორმა.
“კონტრაქტი უკვე ხელში მიჭირავს. გუნდთან ახალი შეთანხმების გაფორმებას იმის გამო არ ვჩქარობდი, რომ სხვა გუნდების წინადადებების განხილვაც მსურდა, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ დავრჩებოდი. “ბარსელონა” მართლაც იყო ჩემი შეძენით დაინტერესებული, მაგრამ რამდენაც ვიცი, მხოლოდ მეოთხე თუ მეხუთე ვიყავი მათ სიაში. ვიცი, რომ მათი მთავარი სამიზნე ტიაგო სილვაა” - განაცხადა მატიემ.
ჟერემი ესპანურ კლუბში 2009 წელს “ტულუზადან” გადავიდა და გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.