ფეხბურთი

13:16 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატიჩით გრანდები დაინტერესდნენ

სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “ბენფიკას” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ახალ გუნდში გადავიდეს.

პორტუგალიური პრესის ცნობით, გასული ტურის მატჩს “ბრაგასთან”, რომელიც ლისაბონში “ეშტადიუ და ლუჟზე” გაიმართა, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და პსჟ-ს სკაუტები ესწრებოდნენ.

Record-ის ცნობით, ორივე კლუბი უკვე დიდი ხანია 25 წლის ფეხბურთელს აკვირდება და უახლოეს პერიოდში მის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი დაიწყება. ვარაუდობენ, რომ გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შედგება.

მატიჩს “ბენფიკასთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის განვლილ ათ მატჩში სერბმა ერთი გოლი გაიტანა.

0.116624