ფეხბურთი

21:37 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატიჩი: “ჩელსიში” ვბრუნდები”

 

ლისაბონის “ბენფიკას” სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ადასტურებს, რომ ლონდონის “ჩელსიში” ბრუნდება. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, “პორტუსთან” 2:0 მოგებული შეხვედრა “ბენფიკას” მაისურით მისი ბოლო თამაში იყო.

“დიახ, ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. მინდა კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ამ გუნდში ბრწყინვალე დრო გავატარე. იმისთვის, რომ გუნდს წარმატებისთვის მიეღწია, ყოველ ვარჯიშსა და მატჩზე ბოლომდე ვიხარჯებოდი. ვფიქრობ, კლუბის გამოცვლის დრო მოვიდა. ვგრძნობ, რომ დაბრუნების დროა.

უძლიერეს ჩემპიონატში გადავდივარ, სადაც “ჩელსის” შემადგენლობაში ვითამაშებ.” – განაცხადა მატიჩმა A Bola-სთან საუბრისას.

ნემანია მატიჩი “ჩელსიში” 2009-2011 წლებში ირიცხებოდა. მან ლონდონელთა მაისურით მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა. 2011 წელს, მატიჩი “ჩელსიმ” დავიდ ლუიზის ტრანსფერში ჩართო და ფეხბურთელი “ბენფიკაში” გაუშვა, სადაც მან 95 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ივარაუდება, რომ “არისტოკრატებს” სერბი ფეხბურთელის დაბრუნება 22 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

0.111893