ფეხბურთი

22:04 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატიჩი “ჩელსის” ფეხბურთელია”

ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო, ოფიციალურად დადასტურდა – 25 წლის სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი კარიერას “ჩელსიში” განაგრძობს.

ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატიჩმა 2019 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” მატიჩის დაბრუნება 22 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ნემანია მატიჩი “ჩელსიში” 2009-11 წლებში ირიცხებოდა. ლონდონელთა შემადგენლობაში თავის პირველ სეზონში სერბმა შუახაზელმა 3 თამაში ჩაატარა, ხოლო მომდევნო სეზონში ის “ვიტესში” იყო განათხოვრებული. 2011 წელს, მატიჩმა “ბენფიკას” მიაშურა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და “ჩელსის” წარმომადგენელთა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.

0.063224