კალათბურთი

19:07 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მათიაშვილს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა

 

სუპერლიგის მე-2 წრის მე-6 ტურის ბოლოსწინა შეხვედრაში სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე მყოფი “ოლიმპი” ლიდერთა შორიახლოს მყოფ “ქუთაისი-2010”-ს დაუპირისპირდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად ქუთათურები ითვლებოდნენ. პროგნოზების საპირისპიროდ შეხვედრა უაღრესად  დაძაბული გამოდგა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ხშირად იყვნენ ახლოს მოგებასთან, მაგრამ ბოლოს ფორტუნამ “ქუთაისი-2010”-ს გაუმართლა, რომელმაც მეტოქე მხოლოდ 6 ქულის სხვაობით 102:96 დაამარცხა.

ჩვენს ჩემპიონატში ძალიან იშვიათია სამმაგი დუბლის გაკეთება. ამ შეხვედრაში ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან “ოლიმპის” ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც 17 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი მიითვალა და სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ერთი პასის გაკეთების შემთხვევაში, მათიაშვილი ეროვნულ ჩემპიონატში პირველ სამმაგ დუბლს გააკეთებდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “ქუთაისი-2010”-ს უკანახაზელმა გოგა ცეკვავამ აჩვენა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ მისი თანაგუნდელები, უკანახაზელი რაულ ფაშაევი (18 ქულა, 10 პასი) და ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი (19 ქულა, 12 მოხსნა).

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია

დავით თორთლაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ “ქუთაისი-2010”-ს ამ გამარჯვებას. მართალია, ამ შეხვედრაში ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, მაგრამ ჩემმა კალათბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს თამაშის მოსაგებად, სანახაობრივი მატჩი გამოვიდა და რომ არა გამოუცდელობა, შეიძლება ეს თამაში მოგვეგო კიდეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ჩემი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. გუნდი თანდათან უმატებს და ვეცდებით, რომ ფლეი ოფში კიდევ უფრო კარგი თამაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, შედეგი ვაჩვენოთ”.

მედეა მხეიძე (“ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “ცოტა იღბლიანი რომ ყოფილიყო “ოლიმპი”, იგი ამ შეხვედრას მოიგებდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი ბოლო 10 წუთში გადაწყდა, როცა ჩვენი კალათბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მატჩი მოგებამდე მიიყვანეს. მართალია მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვართ. კარგი შედეგი აჩვენა გიორგი ბარბაქაძემ, რომელმაც 18 ქულა დააგროვა და მოედანზე შესრულებული სროლებიდან (2 –დან 2 საჯარიმო, 2-დან 2 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი) მხოლოდ 1 ბურთი ააცილა”.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს გამოკვეთილი აუტსაიდერი “მაკაბი” და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “სოხუმი” ხვდებიან.

 

 

ქ. თბილისი ოლიმპი 96 - 102 ქუთაისი 15.03.14, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ოლიმპი 25 23 17 31 96
ქუთაისი 21 27 28 26 102
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 40:00 2 4 50 4 6 66.7 0 1 0 0 4 4 6 3 2 1 0 16
5 ბექა ნადირაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 28:02 0 3 0 2 4 50 2 2 100 1 1 2 3 5 2 2 0 8
10 გიორგი ხანიაშვილი 22:43 4 8 50 1 4 25 2 3 66.7 0 2 2 5 3 3 3 0 13
11 ნოდარ თენიეშვილი * 29:08 4 8 50 1 2 50 3 4 75 1 1 2 0 1 2 0 0 14
13 რევაზ ათანელიშვილი 05:04 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 1 0 0 0 0
20 მიხეილ ჩიტაშვილი 14:16 0 2 0 1 2 50 2 2 100 0 2 2 3 4 0 1 0 5
21 თემურ ფხაკაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 ირაკლი ალხანაიძე * 14:37 5 8 62.5 0 0 0 2 2 100 4 2 6 0 2 0 1 0 12
23 რიჩარდ მათიაშვილი * 33:34 4 10 40 2 4 50 3 8 37.5 3 9 12 9 4 5 0 1 17
24 დავით ხიზანიშვილი 10:46 1 1 100 3 5 60 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 0 11
30 ირაკლი ლომიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
3 2 5 0 0 0 0 0 0
20 44 45.45 14 27 51.85 14 22 63.64 13 23 36 28 23 14 9 1 96
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 36:41 3 4 75 2 5 40 6 6 100 0 3 3 10 0 5 3 0 18
6 ლევან გრძელიძე 03:19 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 რევაზ დიდია * 25:55 0 0 0 2 2 100 0 0 0 0 2 2 2 3 1 1 1 6
8 ლევან ცეკვავა * 36:41 6 10 60 1 4 25 7 9 77.8 0 2 2 8 2 3 1 0 22
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 04:59 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე 15:50 2 4 50 2 4 50 0 0 0 2 2 4 2 3 2 1 0 10
14 ავთანდილ ლომინაშვილი 12:50 4 7 57.1 0 0 0 1 3 33.3 1 3 4 0 4 0 0 0 9
15 გიორგი ბარბაქაძე * 30:07 5 6 83.3 2 2 100 2 2 100 1 4 5 6 3 1 1 1 18
21 აკაკი დვალიშვილი * 30:19 6 12 50 1 1 100 4 5 80 1 11 12 1 1 1 0 1 19
22 ბექა ქორიძე 03:19 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 0 0
1 0 1 0 0 0 0 0 0
26 44 59.09 10 19 52.63 20 25 80.00 6 27 33 29 17 14 8 3 102
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი

კომისარი:როლანდ ხომერიკი

superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.325942