ძიუდო

18:38 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატიაშვილმა მეხუთე ადგილი იკმარა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მოსკოვის “დიდი სლემი” გუშინ მოპოვებული ორი მედლით დაასრულა. დღეს რუსულ კვარცხლბეკზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი ზვიად გოგოჭურსა (90 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) მიეცათ, მაგრამ სამეულამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.

მატიაშვილმა ძირითად ბადეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ვახტანგ ბიტიევსა და რუს ანდრეი ვოლკოვს თითო იუკოთი გასცდა. მეოთხედფინალში უმთავრეს ფავორიტს, პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ რაფაელ სილვას წუთნახევარში მოუმთავრა საქმე. ნახევარფინალში კი გერმანელ რობერტ ციმერმანთან შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან ასევე იპონით წააგო.

მეხუთე ადგილის სანაცვლოდ გოგოჭურმა და მატიაშვილმა 100-100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

მოსკოვის “დიდი სლემი” საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც ერთ თვეში ბრაზილიაში გაიმართება.

 


0.14159