ძიუდო

14:35 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატიაშვილი ოქროს შეუტევს, ზაქარიაძე - ბრინჯაოს

ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსნების, ლევან მატიაშვილისა და გიორგი ზაქარიაძის მეოთხედფინალური დაპირისპირება, მატიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში ილეთი არც ერთ ძიუდოისტს არ გაუკეთებია – ნახევარფინალისტის ბედი შიდოებმა გადაწყვიტა. მსაჯმა სულ ექვსი გაფრთხილება გამოიყენა და აქედან ოთხი ზაქარიაძეს მისცა.

ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი რუს ანტონ კრივობოკოვს დაეჭიდება, ვისთანაც წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. გიორგი ზაქარიაძის მეტოქე კი რეპეშაჟის ნახევარფინალში უკრაინელი იაკივ ხამხო იქნება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 

0.151466