ფეხბურთი

13:53 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის წინა დღის განრიგი

17 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპალიგის 20014-2015 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ ტრნავას ”სპარტაკს” უმასპინძლებს.

მომავალი შეხვედრის წინა დღეს ქართული და სლოვაკური გუნდები "დავით აბაშიძეზე" ივარჯიშებენ, ხოლო მონაწილე გუნდების მწვრთნელები წინასამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ.

სლოვაკური დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტში დღეს 13:00 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ და წყალტუბოში დაბინავდნენ.

19:45 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის პრეს-კონფერენცია, ხოლო 20:00 საათზე ტრნაველები ზესტაფონის სტადიონზე ივარჯიშებენ.

რაც შეეხება მასპინძლებს, მარგველთა მთავარი მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე მედიის წარმომადგენლებს 18:45 საათზე შეხვდება, ხოლო ქართული გუნდის ვარჯიში 19:00 საათზეა დაგეგმილი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0.11161