ფეხბურთი

12:39 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატა: “ვეცდებით, ყველა ტურნირი მოვიგოთ”

 

ინგლისის ლიგის თასზე “არსენალთან” სტუმრად გამარჯვების შემდეგ (2:0), “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ განაცხადა, რომ თუ ბოლოდროინდელ შედეგებს გავითვალისწინებთ, “არისტოკრატებმა,” შესაძლოა, ყველა ტურნირის მოგებაზე იფიქრონ: “ბოლო დღეების განმავლობაში ჯერ “მანჩესტერ სიტის” მოვუგეთ პრემიერლიგაში (2:1), შემდეგ “არსენალს” თასზე. ესენი ევროპის საუკეთესო გუნდების რიცხვში არიან, ამიტომ, გამოდის, ნებისმიერი ტიტულისთვის შეგვიძლია ბრძოლა. კონკრეტულად საუბარი ჯერ ძნელია, მაგრამ ვეცდებით, ყველა ტურნირი მოვიგოთ,” – უთხრა მატამ Sky Sports-ს.

 

 

0.115137