ფეხბურთი

16:54 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა თებერვალში “მანჩესტერ იუნაიტედში” საუკეთესოა

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებმა ხუან მატა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელ ნახევარმცველს მხარი გამოკითხულთა 55 პროცენტმა დაუჭირა. მან ფრანგ მარცხენა მცველ პატრის ევრასა და სერბ ცენტრალურ მცველ ნემანია ვიდიჩს აჯობა.

გასულ თვეში მატამ “მანჩესტერ იუნაიტედში” 4 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის მატა მანჩესტერელებმა ლონდონის “ჩელსისგან” მიმდინარე წლის იანვარში 37,1 მილიონს გირვანქა სტერლინგად შეიძინეს და კონტრაქტი 2018 წლამდე გაუფორმეს.

0.473383