ფეხბურთი

14:05 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატა: “საქართველოსთან გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ”

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის დასკვნით მატჩში, ესპანელთა მხრიდან საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლის გამტანი ხუან მატა დაფიქსირებული შედეგით (2:0) კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში მისთვის რთულმა პერიოდმა ჩაიარა.

“ამ მატჩში გამარჯვებითა და ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრით ძალიან გახარებული ვარ. ბოლო შეხვედრებში გოლები ძნელად გაგვქონდა, რადგან მეტოქეები საკუთარ საჯარიმოში “იკეტებოდნენ”. თუმცა, ჩვენ სათამაშო სტილზე უარი მაინც არ გვითქვამს. მე რაც შემეხება, რთულმა პერიოდმა ჩაიარა და ახლა თავს საუცხოოდ ვგრძნობ” – იუწყება მატას სიტყვებს Football Espana.

საქართველოსთან მატჩში მატა შეცვლაზე 58-ე წუთზე პედროს ნაცვლად შევიდა და 61-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. პირველი გოლი ალვარო ნეგრედომ 26-ე წუთზე გაიტანა. 

0.11933