ფეხბურთი

18:12 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა “მანჩესტერს” უახლოვდება

შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედში” უახლოეს დღეებში გადაბარგდეს. Daily Mail-ის ცნობით, 25 წლის ესპანელი “არისტოკრატთა” თავკაცის – ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის და მის გაყიდვაზე თანახმაა.

როგორც ირკვევა, მატა “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებასთან საკმაოდ ახლოსაა. “მანჩესტერი” ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის, რაც “ჩელსის” აკმაყოფილებს.

ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მატას “ოლდ ტრაფორდზე” გაშვებით, ლონდონელები მანჩესტერელთა გულს მოიგებენ და ზაფხულში, უეინ რუნის ხელში ჩაგდება გაუადვილდებათ.

 

თეგებიხუან მატა
0.128853