კალათბურთი

2:10 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელს პოლონეთმაც მოუგო

საკალათბურთო ევროპირველობაზე მეხუთე ტურის მატჩები დასრულდა. სერბეთმა მოულოდნელად ჩერნოგორიასთან წააგო. ტონი პარკერის კომპანიამ ადვილად დაამარცხა ბელგიის ნაკრები. მასპინძლები კი მაყურებლის წინაში რიგით მეორე მატჩში შერცხვნენ. პოლონეთმა და რუსეთმა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მიითვალეს.   

A ჯგუფი

ბელგია - საფრანგეთი 65:82 (30:19, 16:15, 9:32, 10:16)

ბელგიის ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგებს 12 ქულით უგებდა, თუმცა მესამე მეოთხედში ვინსენტ კოლეტის შეგირდებმა ბელგიელთა პარალიზება მოახდინეს და ბოლო მეოთხედის სტარტს 11-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება არ შეცვლილა და ფრანგებმა იოლ გამარჯვებას მიაღწიეს. 

ბელგია: ჰერველე (22წ. 13ქ. 4მ. 1პ), ვან როსომი (33წ. 12ქ. 8მ. 1პ), ტაბუ (23წ. 11ქ. 1მ. 2პ) 

საფრანგეთი: პარკერი (25წ. 20ქ. 3მ. 6პ), ლოუვერნი (18წ. 14ქ. 6მ), დიავუ (30წ. 12ქ. 3მ. 5პ). 

A ჯგუფი                   მ/წ   ქ

1. საფრანგეთი         4/1    9

2. უკრაინა                4/1    9 

3. ბელგია                 2/3    7

4. დიდი ბრიტანეთი   2/3    7 

5. გერმანია                 2/3    7 

6. ისრაელი                 1/4    6

 

B ჯგუფი

ჩერნოგორია - სერბეთი 83:76 (19:25, 15:12, 20:21, 29:18)

ყველასთვის მოულოდნელად, სერბეთის ნაკრებმა ჩერნოგორიასთან მარცხი განიცადა, მიუხედავად ამისა დუშან ივკოვიჩის გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.

ჩერნოგორია: რაისი (28წ. 12ქ. 2მ. 4პ), დუბიჟევიჩი (26წ. 11ქ. 2მ. 1პ), პოპოვიჩი (31წ. 10ქ. 4მ. 6პ).

სერბეთი: კატიჩი (29წ. 19ქ. 2მ. 1პ), ბოგდანოვიჩი (27წ. 14ქ. 4მ. 4პ), ბიელიცა (25წ. 11ქ. 4პ)

B ჯგუფი               მ/წ   ქ

1. სერბეთი           3/2    8

2. ლატვია             3/2    8

3. ლიტვა               3/2    8

4. ბოსნია                3/2    8

5. ჩერნოგორია       2/3    7

6. მაკედონია          1/4    6

 

C ჯგუფი

სლოვენია - პოლონეთი 61:71 (17:19, 11:17, 14:17, 19:18)

ტურნირის მასპინძლებმა პოლონეთის ნაკრებს პირველი გამარჯვება აზეიმეს. სლოვენიის ნაკრებმა კიდევ ერთი სუსტი მატჩი ჩაატარა და შედეგად ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. პოლონეთის ნაკრებმა კი ევროპირველობაზე კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. სლოვენიელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი კალათბურთელი გადაცდა! პოლონელთაგან ორმაგი დუბლით გორტატი გამოირჩა.

სლოვენია: ლორბეკი (25წ. 13ქ. 1მ), ბეგიჩი (19წ. 8ქ. 7მ)

პოლონეთი: კელატი (32წ. 21ქ. 1მ. 4პ), გორტატი (30წ. 19ქ. 12მ. 1პ)

 

C ჯგუფი                მ/წ   ქ

1. ესპანეთი           4/1    9

2. ხორვატია          4/1    9

3. სლოვენია          3/2    8

4. ჩეხეთი                2/3    7

5. საქართველო       1/4    6

6. პოლონეთი          1/4    6

 

D ჯგუფი

თურქეთი - რუსეთი 77:89 (17:16, 23:23, 17:19, 20:31)

როგორც იქნა, რუსეთის ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონატზე უსახური გამოსვლა გამარჯვებით დაამთავრა. ვასილი კარასევის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები ბოლო ათწუთეულში გატეხეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სერგეი კარასევი აღმოჩნდა, მის ანგარიშზე 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასია.

თურქეთი: სავასი (17წ. 18ქ. 3მ. 2პ), გიონლუმი (29წ. 17ქ. 6მ. 1პ), არსლანი (28წ. 12ქ. 1მ. 3პ).

რუსეთი: კარასევი (33წ. 25ქ. 5მ. 2პ), ანტონოვი (26წ. 14ქ. 5მ. 1პ), პონკრაშოვი (17წ. 13ქ. 4მ. 1პ).

 

D ჯგუფი              მ/წ   ქ

1. იტალია            5/0   10

2. ფინეთი            4/1    9

3. საბერძნეთი    3/2    8

4. შვედეთი           1/4    6

5. თურქეთი          1/4    6

6. რუსეთი             1/4    6

ამდენად ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შემდგომ ეტაპზე გასული 12 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას 11 სექტემბრიდან განაგრძობს.

გიორგი ბალახაძე

0.149964