საკალათბურთო ევროპირველობაზე, F ჯგუფში მეორე ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ხორვატიის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე წარმატებულ სვლას განაგრძობს _ რეპეშას გუნდმა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა, 2003 წლის შემდეგ, ევროპირველობაზე ესპანეთი პირველად დაამარცხა, ხოლო მასპინძელმა სლოვენიამ, იტალიას პირველი მარცხი აგემა.
F ჯგუფი
ფინეთი _ ხორვატია 63:88 (11:17, 9:22, 18:24, 25:25)
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 3020 მაყურებელი
ყოველგვარი დრამატულობის გარეშე, ხორვატიის ნაკრებმა ფინეთი ძალიან იოლად დაამარცხა. რეპეშას კალათბურთელებმა, პირველი ტაიმი მეტოქეს 39:20 მოუგეს და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ, ბოლო მეოთხედის სტარტს 25-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ და მატჩიც ამავე სხვაობით დაამთავრეს. შეხვედრის საუკეთესო მექულე ხორვატი რუდეზი გახდა, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23 წუთში 17 ქულა მიითვალა. ფინელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი კალათბურთელი მიუახლოვდა.
მატჩის შემდგომ ლუკა ზორიჩმა კომენტარი გააკეთა: "დაცვაში და მოხსნებში კარგად გავისარჯეთ, აგრესიულად ვითამაშეთ, რანიკოსა და კოპენენის შეჩერება შევძელით და ეს, მოგებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა".
ამ გამარჯვებით, ხორვატიამ მეოთხედფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ფინეთი: კოივისტო (8ქ.), ნიკილა (4ქ. 2მ. 1პ), მუურინენი (4ქ), ჰუფი (10ქ. 4მ), ლი (7ქ. 3მ), სალინი (3ქ. 6მ), კოტი (8ქ. 4მ), კოპონენი (5ქ. 4პ), ჰაანპა (3ქ. 2პ), აჰონენი (3ქ. 2პ), რანიკო (8ქ. 2მ. 2პ).
მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი
ხორვატია: ტომიჩი (11ქ. 7მ. 2პ), ანდრიჩი (2ქ. 1მ. 2პ), დრაპერი (2ქ. 2მ. 4პ), ბოგდანოვიჩი (15ქ. 5მ), სარიჩი (8ქ. 6მ. 3მ), რუდეზი (17ქ. 1მ. 1პ)), უკიჩი (11ქ. 4მ. 1პ), სიმონი (6ქ. 5მ. 3პ), მარკოტა (4ქ. 11მ. 2პ), მარიო დელასი (2ქ), ზორიჩი (5ქ. 1მ), ანტე დელასი (5ქ. 1მ)
მწვრთნელი: იასმინ რეპეშა
საბერძნეთი _ ესპანეთი 79:75 (16:26, 25:12, 11:19, 27:18)
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 2980 მაყურებელი
“სტოჟიცე-არენაზე” შეკრებილი საბერძნეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრები, ძალიან დაძაბული და დრამატული მატჩის მომსწრენი შეიქმნენ.
პირველი მეოთხედი ესპანეთმა იოლად, 10 ქულის სხვაობით მოიგო და მატჩიც მისდიოდა, თუმცა ბერძნებმა მეორე მეოთხედში ძალები მოიკრიბეს, ესპანეთი 12 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და შესვენებაზე ორქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. თითქოს და, მეტოქის ასეთ თამაშს ესპანელები უნდა გაეტეხა, თუმცა ორენგას შეგირდებმა მობილიზება მოახერხეს და მესამე მეოთხედი, მარკ გასოლის კარგი თამაშის წყალობით 19:11 მოიგეს - ესპანელმა ამ მეოთხედში 11 ქულა მიითვალა. გადამწყვეტი მეოთხედის სტარტზე, ფერნანდესმა სამი ქულა ჩააგდო და მეტოქე კიდევ უფრო დაამწუხრა. თუმცა, ამის შემდეგ, საბერძნეთმა მატჩში გარდატეხა მოახდინა - ბოუროუსისის, ბრამოსის და სპანულისის კარგი თამაშის წყალობით, ბერძნებმა მატჩი 4 ქულის სხვაობით მოიგეს და F ჯგუფში პირველი გამარჯვება მიითვალეს.
მატჩის შემდეგ, ბერძენმა კალათბურთელმა კაიმაკოღლუმ კომენტარი გააკეთა: "ჩვენ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ, ფინეთთან ჩატარებული მატჩის ჩანაწერი განვიხილეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და დამეთანხმებით, ჩვენი სახით, მოედანზე ის უსახური გუნდი არ თამაშობდა”.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2003 წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატების მატჩებში საბერძნეთმა ესპანეთს პირველად მოუგო. ურთიერთშეხვედრებში კი, ესპანეთი ლიდერობს: 16 მატჩიდან, პირინელებმა 11-ში იმარჯვეს.
საბერძნეთი: სლოუკასი (7ქ. 1მ. 2პ), ბოუროუსისი (10ქ. 3მ. 1პ), ზისისი (4ქ. 1მ. 3პ), სპანულისი (20ქ. 4მ. 3პ), პაპანიკოლაუ (5ქ. 2მ. 1პ), კავადასი (3ქ. 1მ), მავროკეფალიდისი (1ქ. 1მ. 1პ), კაიმაკოღლუ (11ქ. 5მ), ბრამოსი (8ქ. 2მ), პრინტეზისი (10ქ. 5მ. 2პ).
მწვრთნელი: ანდრეა ტრინკიერი
ესპანეთი: აგილარი (3ქ. 2მ. 2პ), ფერნანდესი (20ქ. 1მ. 4პ), როდრიგესი (3ქ), რეი (3მ), კალდერონი (5ქ. 1მ. 2პ), რუბიო (6ქ. 3მ. 3პ), კლევერი (9ქ. 11.მ 1პ), სან ემეტერიო (4ქ. 2მ), ლული (2ქ. 2მ. 1პ), გასოლი (20ქ. 5მ. 2პ), მუმბრუ (3ქ. 1მ)
მწვრთნელი: ხუან ორენგა
სლოვენია _ იტალია 84:77 (18:21, 27:18, 15:15, 24:23)
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 10 000 მაყურებელი
"სტოჟიცე-არენაზე" შეკრებილ 10 000 გულშემატკივარს, სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა იმედი არ გაუწბილა. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. პირველ მეოთხედში იტალია დაწინაურდა, თუმცა, მალიკოვიჩის შეგირდებმა მეორე მეოთხედში მობილიზება მოახერხეს და ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოიგეს. ამის შემდეგ, მოედანზე ვითარება არ შეცვლილა, მატჩის ბოლო წუთისკენ, ჯენტილეს კარგი თამაშის წყალობით, იტალიამ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, თუმცა გორან დრაგიჩმა შეუდარებლად ითამაშა, მიითვალა რა ზედიზედ 7 ქულა და აშკარა გახდა, იტალია პირველ მარცხს ვერ გადაურჩებოდა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ზორან დრაგიჩი დაასახელეს. სლოვენიელმა 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლით გამოირჩა.
იტალიამ სლოვენიასთან ევროპირველობაზე პირველი მატჩი წააგო, ხოლო ურთიერთშეხვედრებში ზედიზედ მე-6 მატჩში დამარცხდა, აქტივში კი მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
სლოვენია: ლაკოვიჩი (2ქ. 2მ. 2პ), ბალაზიჩი (2ქ), იოკსიმოვიჩი (2ქ. 2მ. 1პ), მურიჩი (3ქ. 6მ), ბლაზიჩი (3ქ. 3პ), ნახბარი (13ქ. 6მ. 2პ), გორან დრაგიჩი (22ქ. 2მ. 6პ), ზორან დრაგიჩი (15ქ. 11მ. 1პ), ლორბეკი (5ქ. 1მ. 1პ), ვიდმარი (9ქ. 4მ), ბეგიჩი (8ქ. 6მ. 1პ).
მწვრთნელი: ბოჟიდარ მალიკოვიჩი
იტალია: არადორი (10ქ. 1მ. 1პ), ჯენტილე (20ქ. 1მ. 2პ), მელი (3მ), ბელინელი (11ქ. 4მ. 4პ), დიენერი (5ქ. 2მ. 2პ), კუსიმი (10ქ. 5მ. 1პ), დატომე (16ქ. 6მ. 1პ), ჩინჩიარინი (5ქ. 1მ. 1პ).
მწვრთნელი: სიმონე პიანიგიანი
F ჯგუფი
1. იტალია 3 2/1 220/200 5
2. სლოვენია 3 2/1 236/222 5
3. ხორვატია 3 2/1 204/205 5
4. ესპანეთი 3 1/2 212/197 4
5. საბერძნეთი 3 1/2 228/242 4
6. ფინეთი 3 1/2 193/227 4
დღეს E ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართება: ლიტვა ბელგიას შეხვდება, უკრაინა ჯგუფის ლიდერ სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ურთიერთობას ლატვიის ახალგაზრდულ გუნდთან გაარკვევს.
გიორგი ბალახაძე
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma