“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ ის მოთხოვნა დაასახელა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც “ნაპოლიში” გადასვლას დათანხმდება. კატალონიელთა არგენტინელ ლეგიონერს წლიური ხელფასი 4,5 მილიონი ევრო სურს.
ამჟამად ნეაპოლურ კლუბს სათავეში რაფაელ ბენიტესი უდგას, რომელსაც მასკერანოსთან “ლივერპულში” უმუშავია და მასთან თანამშრომლობის სურვილი ისევ გამოთქვა. “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებას “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან უკვე აწარმოებს, მაგრამ ესპანელთა ფინანსური მოთხოვნების გამო ჯერ ჯერობით საქმე წინ ძალიან ნელა მიიწევს.
ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ხავიერ მასკერანომ 37 თამაში ჩაატარა.