ფეხბურთი

18:19 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო: “ბარსელონას” ჩამოწერა არ შეიძლება”

“ბარსელონას” არგენტინელი ცენტრალური მცველი ხავიერ მასკერანო მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის ჩამოწერა არცერთ ტურნირზე არ შეიძლება.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ბარსა” “ვალიადოლიდთან” დამარცხდა და ტატა მარტინოს გუნდი ლიდერ “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება. კატალონიელებს, ჩემპიონთა ლიგაზე, საქმეები უკეთ მისდით – 1/8-ფინალის პირველ მატჩში, “ბარსამ” “სიტი” მანჩესტერში ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“ყოველ მატჩს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, რადგან ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ გუნდის კრიტიკა ადვილია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ მოგების სურვილი არ დაგვიკარგავს. ტიტულებისთვის ყოველთვის ვიბრძოდით და ხშირად ვიგებდით კიდეც. ესპანეთის სუპერთასი უკვე მოვიგეთ და მიმაჩნია, რომ “ბარსას” ჩამოწერა არც სხვა ტურნირებიდან შეიძლება.” – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.117968