კატალონიის “ბარსელონას” მცველი ხავიერ მასკერანო ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. არგენტინელის თქმით, შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოსთან” პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩი მისთვის კატალონიელთა მაისურით უკანასკნელი იყოს.
“ატლეტიკოსგან” განსხვავებით, მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შანსი გვაქვს. “ელჩესთან” მატჩში, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ საქმე შედეგიან დარტყმამდე ვერ მივიყვანეთ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ მართლაც ყველაფერი ვიღონეთ.
მიხარია, რომ უკანასკნელ ტურში ჩემპიონობის შანსი გვაქვს. ზოგიერთი ჩვენგანისთვის, შესაძლოა, “ატლეტიკოსთან” მატჩი უკანასკნელი იყოს. გულშემატკივრებთან ჩემპიონობით დამშვიდობება იდეალური იქნებოდა”, - განუცხადა მასკერანომ ესპანურ მედიას.