ცნობილია, რომ კომპიუტერი და მით უმეტეს სოციალური ქსელები ამ ბოლო დროს ისეთი პოპულარული გახდა, ადამიანები ლამის ნარკომანებივით მათზე დამოკიდებულები გახდნენ. საყოველთაო გამიკითხვებმა დაადგინა, რომ ინტერნეტზე და სოცქსელებზე დამოკიდებულების გამო, ბევრი ოჯახი დაინგრა და ბევრი ისე გააზარმაცა, რომ სამსახურებიც კი დაკარგეს.
“ტვიტერის” “ტყვე” აღმოჩნდა ინგლისური “ბოლტონის” ფეხბურთელი მარვინ სორდელი. ბრიტანელი ფეხბურთელი იმდენად გაიტაცა ამ სოციალურმა ქსელმა, რომ თამაშის დროსაც კი ტელეფონი ეჭირა და “ტვიტერზე” წერდა.
იგი თითქმის აღარავის ეკონტაქტებოდა. კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მისთვის ტელეფონი და სხვა მსგავსი ტექნიკური საშუალებების ხმარება აეკრძალა. სხვა გამოსავალი ალბათ ნამდვილად არც ჰქონდათ...