ფეხბურთი

10:57 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტვილის ”მერანს” ლობასი გაწრთვნის

ჯერ კიდევ გაურკვეველია მარტვილის ”მერანს” უმაღლესში მოუწევს ასპარეზობა თუ პირველ ლიგაში, რადგან კვლავ აქტუალურად განიხილება ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების გაზრდის საკითხი, თუმცა მიუხედავად ამისა მარტვილელები ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ და კლუბის არსებობის განმავლობაში პირველად უცხოელი მწვრთნელი მიიწვიეს.

  დღეიდან ”მერანს” უკრაინელი სპეციალისტი ვლადიმერ ლობასი უთავკაცებს. ლობასი სამწრთვნელო კარიერაში დიდი მიღწევებით არ გამოირჩევა, თუმცა უმუშავია ისეთ კლუბში როგორიც კიევის ”დინამოა”.

 შეგახსნებთ, რომ უკრაინელი მწვრთნელის მისვლამდე, მეგრულ კლუბს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ იონანიძე წრთვნიდა.

 

 ედემი ელერჯია

 

 

0.115488