კალათბურთი

14:23 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტის საუკეთესოები

“შარლოტ ბობქეთსის” ცენტრი ელ ჯეფერსონი და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდი კევინ დიურანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული თვის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

მარტში ჯეფერსონი მე-5 იყო ლიგაში ქულების (საშუალოდ 24.7) მიხედვით, ხოლო მე-9 – მოხსნებში (10.6). ამასთან, მისმა გუნდმა 16-დან 9 მატჩი მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

გასულ თვეში დიურანტის საშუალო მონაგარი 34.5 ქულა, 6.7 მოხსნა და 5.9 პასი გახლდათ, “ოკლაჰომა სიტიმ” კი 4 მარცხის წილ 10 გამარჯვება იზეიმა.

მარტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), გორან დრაგიჩი (“ფინიქსი”) და კავაი ლენარდი (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.

ცნობილი გახდა გასული თვის საუკეთესო ახალბედათა ვინაობაც. აღმოსავლეთში “ფილადელფია სიქსერზის” გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი გამოარჩიეს, დასავლეთში კი – “მინესოტა ტიმბერვულვზის” ცენტრი გორგი ჯენგი.

კარტერ-უილიამსი პირველ ადგილზე იყო ახალბედებში ქულათა მონაგარით (საშუალოდ 14.9), მოხსნებში (8.4), პასებში (6.5) და ჩაჭრებში (1.75) და ამასთან, “ნიუ იორკ ნიქსთან” მატჩში სამმაგი დუბლიც (23 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი) გაიფორმა. ჯენგმა თვე ასეთი საშუალო მაჩვენებლებით დაასრულა: 8.6 ქულა, 8.3 მოხსნა.

მარტის საუკეთესო ახალბედას წოდებისთვის მეისონ პლამლი (“ბრუკლინი”), ტიმ ჰარდუეი-უმცროსი (“ნიუ იორკი”), ვიკტორ ოლადოპი (“ორლანდო”), ბენ მალემორი (“საკრამენტო”) და ტრეი ბერკიც (“იუტა”) იბრძოდნენ.

 

ბრუკლინი – ჰიუსტონი 105:96 (29:24, 25:27, 29:28, 22:17)

ბრუკლინი: ჯონსონი (32 ქ.), ლივინგსტონი (17 ქ.), უილიამსი (12 ქ. 6 პ.), პლამლი (11 ქ.), პირსი (4 ქ.); ბლატჩი (13 ქ.), ტელეტოვიჩი (10 ქ. 7 მ.), ანდერსონი (4 ქ.), გუტიერესი (2 ქ.), ტიგი, კოლინზი.

ჰიუსტონი: ჰარდენი (26 ქ. 7 პ.), ლინი (16 ქ.), პარსონსი (16 ქ. 8 მ.), აშიკი (12 ქ. 23 მ.), მოტეიუნასი; გარსია (10 ქ.), ჰემილტონი (7 ქ.), კასპი (7 ქ.), კენანი (2 ქ.).

 

დალასი – გოლდენ სტეიტი 120:122 ოტ. (21:30, 41:23, 19:32, 27:23, 12:14)

დალასი: ნოვიცკი (33 ქ. 11 მ.), ელისი (27 ქ. 6 პ.), კალდერონი (8 ქ. 6 პ.), მერიონი (8 ქ. 10 მ.), დალემბერტი (2 ქ.); რაიტი (14 ქ.), კარტერი (12 ქ.), ჰარისი (10 ქ.), ბლეირი (6 ქ.), კრაუდერი.

გოლდენ სტეიტი: ტომპსონი (27 ქ.), კარი (23 ქ. 10 პ.), ო’ნილი (20 ქ. 8 მ.), იგუდალა (16 ქ. 8 მ. 7 პ.), გრინი (9 ქ. 7 მ. 6 პ.); კროუფორდი (19 ქ.), სპეიტსი (8 ქ. 9 მ.), ბლეიკი, ბარნსი.

 

ლეიკერსი – პორტლენდი 112:124 (27:29, 34:34, 22:28, 29:33)

ლეიკერსი: ბეიზმორი (17 ქ.), კამანი (12 ქ.), გასოლი (9 ქ. 7 პ.), მარშალი (8 ქ.). მიკსი (4 ქ.); იანგი (10 ქ. 10 პ.), კელი (9 ქ. 9 მ.), საკრე (3 ქ.), ჰენრი. 

პორტლენდი: ლილარდი (34 ქ. 8 პ.), ოლდრიჯი (31 ქ. 15 მ. 6 პ.), ბატუმი (16 ქ. 7 პ.), მეტიუზი (10 ქ. 6 პ.), ლოპესი (10 ქ. 10 მ.); უილიამსი (8 ქ.), ბარტონი (8 ქ.), რობინსონი (7 ქ.), უოტსონი, მაკკოლუმი, კლავერი, რაიტი, ლენარდი.

0.113195