ფეხბურთი

14:33 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინოს არგენტინის ნაკრებში განიხილავენ

შესაძლოა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ კატალონიური მედიასაშუალებები იუწყებიან.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მუნდიალის შემდეგ ცვლილებებს გეგმავს და მთავარი მწვრთნელის შეცვლა აქვს განზრახული. არგენტინელებს მიაჩნიათ, რომ მარტინო “ალბისელესტესთვის” იდეალური ვარიანტია.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელის – დიეგო სიმეონეს კანდიდატურასაც განიხილავს, მაგრამ მთავარი სამიზნე “ბარსელონას” თავკაცია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113923