კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი გლაზგოს “სელტიკთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ჩაატარა.
“სელტიკთან” თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ და შეცდომები არ დაგვიშვია. გამონაკლისია ვალდესის სეივი, რომელიც მე-2 ტაიმში განახორციელა. სხვა პრობლემა არ შეგვქმნია. ფაბრეგასს ვეთანხმები იმაში, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი გვქონდა. გლაზგოელებს შარშანდელი წარმატება ახსოვდათ და უნდოდათ, “ბარსელონა” წელსაც დაემარცხებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით. მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვება ცოტა გვიჭირდა, მაგრამ ფაბრეგასის გოლის შემდეგ, ესეც გაგვიადვილდა”, - განაცხადა მარტინომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “სელტიკს” 1:0 სძლია.