ფეხბურთი

12:49 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინომ კონტრაქტის წინა პერიოდი გაიხსენა

“ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ჟურნალისტებს მოუყვა, როგორ იპოვა იგი კატალონური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა. არგენტინელმა სპეციალისტმა გაიხსენა, როსელისთან პირველი შეხვედრა. ეს წლების წინ იყო, როდესაც მარტინო პარაგვაის კლუბ “ლიბერტადს” წვრთნიდა. კლუბის პრეზიდენტი კი ორასიო კარტესი იყო, რომელიც ამჟამად პარაგვაის პრეზიდენტია.

“სანდრო როსელიმ მაშინვე მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი გაცნობა. დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ შეხვედრის შთაბეჭდილებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ჩვენს დღევანდელ თანამშრომლობაში. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კარგახანს მეძებდა და ვერაფრით რომ ვერ დამიკავშირდა, კორტესს დაურეკა. ასე რომ ჩემს კონტრაქტში პარაგვაის პრეზიდენტიც კი ჩაერია” – ციტირებს ხერარდო მარტინოს სიტყვებს ერთ-ერთი ესპანური სპორტული გამოცემა.

 

 

0.112647