“ბარსელონას” არგენტინელი დამრიგებელი ხერარდო მარტინო გახარებულია იმის გამო, რომ მას ფეხბურთის ჩილელ სპეციალისტთან, მანუელ პელეგრინისთან დაპირისპირება მოუწევს.
“ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტიშიც” მიაჩნიათ, რომ “ბარსელონას” სახით, მათ რთული მეტოქე შეხვდათ.
მანჩსეტერელებს შესანიშნავი ფეხბურთელები და კარგი გუნდი ჰყავთ. ჩვენი მიზანი თებერვლისთვის ოპტიმალურ ფორმაში შესვლაა. ჩვენი გუნდისთვის, 1/4-ფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენმა მეტოქემ, შესაძლოა, დეკემბერში სხვა თამაში აჩვენოს და თებერვალში სხვა.
პელეგრინის კარიერას თვალს ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი არა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ევროპაში გადმოვიდა, არამედ სამხრეთ ამერიკაში მუშაობის დროსაც. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ძალიან მოხარული ვარ იმის გამო, რომ მასთან დაპირისპირება მომიწევს.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.