ფეხბურთი

12:55 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო ნეიმარს არ აჩქარებს

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხერარდო მარტინომ ტრავმამოშუშებული ნეიმარის შესახებ ისაუბრა. არგენტინელ სპეციალისტს გარისკვა არ სურს და არაა გამორიცხული, ბრაზილიელმა “მანჩესტერ სიტისთან” პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.

“ნეიმარმა გუნდთან ერთად უკვე მეორედ ივარჯიშა. მას ტკივილი აღარ აწუხებს და ფიზიკურადაც ნორმალურ ფორმაშია. ნეიმარს “სოსიედადთან” და “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩებში დავაკვირდებით და შემდეგ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა “სიტისთან”. საქმე მის ჯანმრთელობას ეხება და გარისკვა არ გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერელებთან მატჩი უმნიშვნელოვანესია”, - განუცხადა მარტინომ ესპანელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი იანვრის შუა რიცხვებში დაშავდა და მას შემდეგ უქმადაა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115491