“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ლიონელ მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ იცის, საიდან ვრცელდება ეს ცნობები.
ცოტა ხნის წინათ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი “ბარსელონაში” ბედნიერი არაა, ხოლო “პარი სენ ჟერმენი” მზადაა არგენტინელის გამოსასყიდი თანხა, 250 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“გულშემატკივრების 99%-მა არ იცის, საიდან ვრცელდება ხმები მესის მომავალთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ყურადღებას არ ვაქცევ.
ამ ხმების გავრცელების მიზეზი თავადაც არ ვიცი. უკვე 13 წელია რაც მესი “ბარსელონაშია” და მისი მომავალი ამ გუნდს უნდა უკავშირდებოდეს.” – ციტირებს მარტინოს სიტყვებს Marca.