ფეხბურთი

20:03 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “კლასიკო” ჩვენი ბოლო შანსია”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მიიჩნევს, რომ კვირას მადრიდში გასამართი “ელ კლასიკო”, მისი გუნდისთვის, საჩემპიონო ბრძოლაში ჩასართველად ბოლო შანსია.

“ეს ჩვენი ბოლო შანსია. ამ თამაშის შემდეგ მხოლოდ 9 ტური რჩება და ერთქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე 4 ან 7 ქულის.

ჩამორჩენა უნდა შევამციროთ. შექმნილ სიტუაციას კარგად ვიცნობთ. ყველა თამაშში მოგებას უნდა შევეცადოთ.

ბურთი კარგად უნდა ვაკონტროლოთ და “რეალს” კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მივცეთ. საჭიროა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გავუმკლავდეთ.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში გასამართი “ელ კლასიკოს” წინ, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა 4 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114351