წუხელ, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ (0:0), “ბარსელონას” მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ჟურნალისტებს უთხრა: “ეს შედეგი გვაწყობდა. პირველ წრეში 50 ქულა მოვაგროვეთ და ეს ძალიან კარგი შედეგია. “ატლეტიკო” სწრაფი კონტრშეტევების იმედზე იყო, მაგრამ ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით.”