ფეხბურთი

20:41 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო ბედს ეგუება

კატალონიის "ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ანდონი სუბისარეტასა და ლუის ენრიკეს შეხვედრით განაწყენებული არაა და აღნიშნავს, რომ კლუბმა ბოდიში არ უნდა მოუხადოს.

"მოვიგებთ თუ არა პრიმერას ეს ჩემს მომავალზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩემპიონობით ადგილის შენარჩუნებას არ შევეცდები. ვამაყობ "ბარსელონას" მწვრთნელობით და ეს უბრალო რამ არაა. გაშვების შემთხვევაში კლუბს ბოდიში არ მართებს. გუნდს ჩემპიონობის შანსი კიდევ დარჩა და მის გამოყენებას დარჩენილ ორ მატჩში შევეცდებით”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მარტინომ.

არგენტინელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ არ გაუკვირდება თუ ხელმძღვანელობა დაითხოვს. როგორც ჩანს, მარტინო ბედს ეგუება.

 

გიორგი ბალახაძე

0.124776