ფეხბურთი

17:22 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო “ბარსელონაში” მუშაობას ტრიბუნიდან იწყებს

 

“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, სადაც კატალონიური კლუბი “ვოლერენგასთან” ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. არგენტინელი სპეციალისტი ოსლოს ესტუმრა “ბარსელონას” სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტასთან, საკომუნიკაციო საკითხების ხელმძღვანელ ხავი მარტინთან და კომერციულ დირექტორ ემილი საბადელთან ერთად. მარტინოსა და ფეხბურთელების შეხვედრის ფოტოები უკვე “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმაც გაავრცელა.

ამხანაგურ მატჩს ხერარდო მარტინო ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს და მხოლოდ შემდეგ შეუდგება სამწვრთნელო მოვალეობის შესრულებას. შეგახსენებთ, არგენტინელმა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.


0.129258