“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო აცხადებს, რომ მის გუნდს, უახლოეს ზაფხულში, ცენტრალური მცველის დამატება მოუწევს. ეს საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ სეზონის ბოლოს, “ბარსას” კარლეს პუიოლი დატოვებს.
“პუიოლი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია. მან გუნდის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.
ამ საკითხზე ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ გასაგებია, რომ ცენტრალური მცველი აუცილებლად უნდა დავიმატოთ.” – ციტირებს მარტინოს სიტყვებს Marca.