ფეხბურთი

10:25 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “ატლეტიკო” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს”

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩემპიონობისთვის 3 კლუბი იბრძოლებს. “რეალის” გარდა, არგენტინელმა კიდევ ერთი მადრიდული კლუბი – “ატლეტიკო” იგულისხმა.

“შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმდინარე სეზონში, პრიმერასთვის 3 კლუბი – “ბარსელონა”, “რეალი” და “ატლეტიკო” იბრძოლებენ. დიეგო სიმეონეს გუნდს ჩემპიონობა რეალურად შეუძლია. ამ გუნდის შესაძლებლობები ესპანეთის სუპერთასის მატჩებში შევაფასე.

რაც შეეხება “ელ კლასიკოს”, ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ. იქამდე, “ოსასუნასთან” და “მილანთან” მატჩები გვაქვს. ეს შეხვედრები უმნიშვნელოვანესი იქნება.

დაბრუნდება თუ არა მესი “ოსასუნასთან”? არ ვიცი. რისკი საჭირო არაა. კარგი ისაა, რომ ამ მატჩში ჟორდი ალბა და ხავიერ მასკერანო დაგვიბრუნდებიან. ვფიქრობ, კარლეს პუიოლის იმედიც უნდა გვქონდეს”, - ციტირებს მარტინოს სიტყვებს Goal-ი.

 

0.118446