“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ გუშინ, “ხეტაფესთან” ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გაუკვირდება, თუ კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დასრულების შემდეგ მასთან თანამშრომლობას აღარ ისურვებს.
“არის მომენტები, როცა გრძნობ, რომ სათანადო დონეზე ვერ იდექი და კიდევ ერთ შანსს არ იმსახურებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები მწვრთნელის ბრალია. სამწუხაროდ დღეს მორიგი იმედგაცრუება ვიწვნიეთ” – ციტირებენ მარტინოს სიტყვებს ესპანური გამოცემები.