სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონა” მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს დაემშვიდობება. ესპანური მედიასაშუალებების ინფორმაციით, “ვალიადოლიდთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ ტურში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა საბოლოოდ დაკარგა.
კატალონიელებს მარტინოსთან თანამშრობლობის გაგრძელება აღარ სურთ და მასთან კონტრაქტს გაწყვეტენ. ამ შემთხვევაში, არგენტინელი კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას მიიღებს.
ცნობისათვის, მარტინოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.