ფეხბურთი

16:47 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინი ლაზარეთშია

ფრანგული “ლილის” 25 წლის ნახევარმცველი მარვინ მარტინი მოედანს 4-დან 6 კვირამდე ვერ დაუბრუნდება. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, მარტინს მუხლის ტრავმა აღმოაჩნდა. ფეხბურთელი ლიგა1-ის მერვე ტურში, “აიაჩოსთან” შეხვედრაში დაშავდა. ამ მატჩში მან გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე შესაცველი გახდა.

 მარვინ მარტინი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც ჩატარებულ 15 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. “ლილში” კი 2012 წელს “სოშოდან” გადავიდა.

0.131954