ლივერპულის "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა, ლონდონის "ჩელსისთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ(3:6), პრესკონფერენციაზე "არისტოკრატთა" ახალწვეული დიეგო კოშტა გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ "ევერტონის" ფეხბურთელმა სიმუს კოლემანმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა, დიეგო კოშტამ კი ჩრდილო ირლანდიელს ნიშნის მოგებით დაუყვირა. ამ ფაქტის დამნახავი მეკარე ტიმ ჰოვარდი ესპანელს მიეჭრა და თანაგუნდელი დაიცვა.
"უცხოელი ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერლიგაში მოდიან, უნდა გაიაზრონ აქაური ქცევის წესები. რაც კოშტამ გააკეთა, ეს მეტოქის უპატივცემულობაა და იმედია, ესპანელი აქაურ წესებს მალე ისწავლის." - განაცხადა მარტინესმა.
გიორგი ბალახაძე