ჩოგბურთი

17:46 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინა ტორონტოში დაბრუნდება

მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი მარტინა ჰინგისი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ კორტს კანადის ქალაქ ტორონტოში დაუბრუნდება. კანადელთა ამ ინგლისურენოვან დასახლებაში 5-11 აგვისტოს წარმომადგენლობითი საჩოგურთო შეჯიბრება ჩატარდება, ჰინგისი კი წყვილთა თანრიგში იასპარეზებს.
უწინ შვეიცარიელმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ამერიკის ქალაქების კარლსბადისა და ნიუ ჰეივენის ტურნირებზე ასევე წყვილთა შორის ითამაშებს.
შეგახსენებთ, ჩეხოსლოვაკიის ქალაქ კოშიცეში 1980 წელს დაბადებულ შვეიცარიელ მარტინა ჰინგისს ერთეულთა თანრიგში სამჯერ ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული, თითოჯერ კი უიმბლდონი და აშშ-ის ჩემპიონატი, 2007 წელს კი კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება.

0.114976