55 წლის ლეგენდარულმა ჩეხმა ჩოგბურთელმა - მარტინა ნავრატილოვამ, სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში, პოლიგამიაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “დიდი სლემის” ტურნირების 18-გზის ჩემპიონი, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის მომხრეა.
“სასაცილოა, რომ მორმონთა ეკლესია, რომელიც ცოტა ხნის წინათ პოლიგამიის მხარდამჭერი იყო, ახლა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას უფრთხის. ერთსქესიანი ქორწინება კი, სხვათა შორის, პოლიგამიას უწყობს ხელს”, - დაწერა განრისხებულმა მარტინამ.
ცნობილი ამბავია - ნავრატილოვა ლესბოსელია და უპირველესად, საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის.