ფეხბურთი

18:35 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ო’ნილი: “პაოლო დი კანიო “შარლატანია”

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ო’ნილმა, იტალიელ სპეციალისტს პაოლო დი კანიოს “შარლატანი” უწოდა.

ამა წლის მარტში ო’ნილი ინგლისის “სანდერლენდის” თავკაცის თანამდებობიდან დაითხოვეს და ის დი კანიომ შეცვალა. იტალიელმა გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისგან იხსნა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 5 ტურის შემდეგ პოსტი დაატოვებინეს.

ო’ნილის აზრით, იტალიელი მწვრთნელის რანგში არაფერს წარმოადგენს:

“პაოლო დი კანიო? ის “შარლატანია”. პაოლომ მუშაობა დაიწყო და ერთი კვირის გასვლის შემდეგ, სათქმელი არაფერი ჰქონდა. ამან ჩემში მხოლოდ ღიმილი გამოიწვია. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს მწვრთნელი საქმეს შეუდგა და პირველ ყოვლისა გუნდის ფიზიკური კონდიციები გააკრიტიკა. თუ ოდესმე “სანდერლენდის” თამაშისთვის თვალი გიდევნებიათ, შეგეძლოთ დაგენახათ, რომ გუნდის ფიზიკური მდგომარეობით ყოველთვის ვამაყობდი”- იუწყება ონილის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.140342