თამაშგარე

10:54 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ მონტოიას სატრფო იღბალმა გადაარჩინა

კატალონიის “ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, მარტინ მონტოიას  სატრფო, მოდელი მაიტე დომინგესი კინაღამ ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად ფეხბურთელმა ამცნო და მარტინი ბედ-იღბლის მადლობელია, რომ ყოველივე მშვიდობიანად დასრულდა.

მაიტე დომინგესი საკუთარი “ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილით ქალაქ სარაგოსასთან ახლოს სატვირთო მანქანას დაეჯახა და მისი სიცოცხლე მხოლოდ იმან იხსნა, რომ ავტომობილის ხიდიდან გადავარდნას დამცავმა ჯებირმა შეუშალა ხელი.

მარტინ მინტოია და მაიტე დომინგესი ერთმანეთს წელიწადზე ცოტა მეტი დროა რაც ხვდებიან და ეს წყვილი ბულვარული პრესისათვის საინტერესო “საკბილოდ“ ითვლება. მაიტე მართალია ჯერ ახალგაზრდა მოდელია, მაგრამ მავანნი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

 

0.155188