იტალიელი ფორვარდის, ლუკა ტონის მეუღლე, მარტა ჩეჩატო, ბედნიერია ფლორენციაში დაბრუნებით და თავის დროზე ფლორენციიდან მიუნჰენში გადაბარგების გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს. არადა, იტალიელ ფეხბურთელის ფლორენციიდან წასვლაზე თავის დროზე, სწორედ მისმა ცოლმა იქონია დიდი გავლენა.
მარტა ჩეჩატო, ცნობილი იტალიელი მოდელია, რომელიც პოდიუმს სულ ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა და ახლა, ახალგაზრდა იტალიელი ლამაზმანების მოძიება-დაფრთიანებით არის დაკავებული. მარტა წარმოშობით გენუელია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ფლორენცია მისი ყველაზე საყვარელი ქალაქია.
დაახლოებით 4-5 თვის წინ, როდესაც ლუკა ტონის კარიერა და მომავალი მთლიანად ბუნდოვანი იყო, იტალიელ ფეხბურთელს ოჯახშიც აეწეწა ურთიერთიობები და ცოლთან გაშორების პირზეც იდგა. თუმცა, მარტამაც და ლუკა ტონიმაც, გამოძებნეს საკუთარ თავში ძალები და ახლა ისე არიან, როგორც ყველი და პური...