ჭადრაკი

14:03 | 26.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა მარშალის ტურნირი მოიგო

ქართველი თამაზ გელაშვილის (2668) გამარჯვებით დასრულდა მარშალის საჭადრაკო კლუბის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ნიუ იორკმა უკვე მეექვსედ უმასპინძლა.

ქართველმა დიდოსტატმა 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს, რომელთაგან ამერიკელი სემ შენკლენდი (2698) და ჰოლანდიელი იაან ელვესტი (2692) უნდა გამოვარჩიოთ, ნახევარ-ნახევარ ქულით გაუსწრო. აქვე ვთქვათ, რომ საპრიზო ფონდიდან გელაშვილს 5 ათასი დოლარი ერგო.

ნიუ იორკის ტურნირის 65 მონაწილეს შორის კიდევ 2 ქართველი იყო. საბოლოოდ, გიორგი ყაჭეიშვილმა (2693) 5.5 ქულით მე-11 შედეგი აჩვენა, ხოლო მიხეილ კეკელიძემ (2630) 4.5 ქულით 21-ე პოზიცია დაიკავა.

0.11971