შესაძლოა, ფრანგული “მარსელის” ახალი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი მარსელო ბიელსა გახდეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
“მარსელის” ხელმძღვანელობა 58 წლის არგენტინელს უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკება დაიწყო. რამდენადაც ცნობილია, ფრანგები პორტუგალიელ ანდრე ვილაშ-ბოაშსაც იწვევდნენ, მაგრამ მასთან შეთანხმება არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, “მარსელის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე ანიგო იკავებს. დიდი ალბათობით, ფრანგები მწვრთნელს სეზონის დასრულების შემდეგ შეიცვლიან.