ფეხბურთი

14:17 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ტრავმირებულია

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელი მარსელო ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან მატჩში (6:0) დაშავდა. France Football-ის ცნობით, პირველი ტაიმის მიწურულს, მადრიდის “რეალის” მცველმა მარცხენა ბარძაყის ტკივილი იგრძნო.

ჯერჯერობით, ტრავმის სირთულე, უცნობია. უახლოეს პერიოდში, მარსელოს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების თარიღიც ცნობილი გახდება.

ექიმთა წინასწარი პროგნოზით, მარსელოს, სულ ცოტა, 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.

0.113782