საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ორ ტურში მხოლოდ ქულის აღების შემდეგ, „მარსელმა“ ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო. მარსელო ბიელსას გუნდმა „ნიცას“ უმასპინძლა და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
პირველ ტაიმში, „მარსელმა“ 3-ჯერ დაარტყა ზუსტად და 2-ჯერ გაიტანა. თავი პაიემ და ყველაზე აქტიურმა ფეხბურთელმა, ტოვინმა გამოიჩინეს.
მასპინძლები მე-2 ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდნენ. 48-ე წუთზე, ტოვინმა პაიეს გაატანინა, ხოლო 87-ე წუთზე, კომბინაცია შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაითამაშეს - ალესანდრინის გადაცემის შემდეგ, „მარსელის“ მაისურით სადებიუტო გოლი ბარადამ გაიტანა.
„მარსელი“, ამ მოგების წყალობით, მე-2 პოზიციამდე აღზევდა, მაგრამ წინ მე-4 ტურის დარჩენილი 9 შეხვედრაა.
მარსელი-ნიცა 4:0 (2:0)
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-1-4-1): მანდანდა, ჯეჯე, რომაო, მორელი, მენდი, ნ’კულუ, ტოვინი (ალესანდრინი 72), ვანგა, პაიე, ა. აიუ (ბარადა 85), ჟინიაკი (ბაჩუაი 88).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა.
ნიცა (4-2-3-1): ჰანსენი, ჟენევუა, პუელი, ამავი, დიავარა, ეისერიკი, ჰულტი, ვერკოტერენი (სვიტანიჩი 58), მენდი, ბოტეკი (რეფეტრანიაინა 58), ბოზეტი (პლეა 70).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლები: 1:0 პაიე (19), 2:0 ტოვინი (45), 3:0 პაიე (48), 4:0 ბარადა (87).
გაფრთხილებები: ა. აიუ 77 - ამავი 30, დიავარა 44.
მსაჯი: ბართოლომო ვარელა.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 19 (10)-8 (3), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-6, ჯარიმა: 12-16.