გერმანელი ფეხბურთელი მარსელ იანსენი, როგორც ჩანს, ცოტა უჟმური და უმეგობრო კაცი უნდა იყოს. აბა, სხვა რას შეიძლება მივაწეროთ ის ფაქტი, რომ იანსენმა ერთი თვის წინ თავის შეყვარებულზე ოფიციალურად იქორწინა და ამის შესახებ არათუ მისმა თანაგუნდელებმა, პრესამაც კი გვიან შეიტყო.
მარსელ იანსენის ყოფილი სატრფო და ამჟამად უკვე მეუღლე, ყოფილი მოდელი ჯულია გოდიცკეა, რომელიც გერმანელ ფეხბურთელს მთელი ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ბოლო სამი წელი კი, შეყვარებულები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ და მათი დაქორწინება სიურპრიზი არავისთვის ყოფილა.
როგორც ერთ-ერთი გერმანული “ყვითელი” გამოცემა იუწყება, მარსელ იანსენმა საყვარელზე ოფიციალიურად დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც გაირკვა, რომ ჯულია ფეხმძიმედ იყო. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საკუთარი ქორწილის დამალვა მთლად კარგი საქციელი ალბათ ნამდვილად არ არის...