ჭიდაობა

14:02 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილმა 14:0-ით დაიწყო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრიელი დომინიკ კლაუს პეტერის ძლევით მეოთხედფინალში გავიდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა მეტოქეს ორ პერიოდში 14 ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს. პირველ ორწუთეულში მარსაგიშვილმა საქმე 43 წამში მოამთავრა. მეორეში – 50 წამში.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე შვეიცარიელ მარკო ლუკას რიესენისა და რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტს შორის მოგებული იქნება.

0.114061