ჭიდაობა

14:41 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილი რეპეშაჟში გადაერთო

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.

86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ აბდულრაშიდ სადულაევთან უშანსოდ წაგებით (0:11). ამ შეხვედრამდე დავით მარსაგიშვილმა ორი მეტოქე ჩამოიშორა – ავსტრიელ დომინიკ პეტერსს მეორე წუთზე სუფთად მოუგო, ფინელ ვინე ჰეინოს კი 11 უპასუხო ქულა 4 წუთში აუღო.

მას შემდეგ, რაც სადულაევმა ნახევარფინალშიც იმარჯვა, მარსაგიშვილს რეპეშაჟის გზა გაეხსნა. ბრინჯაოს ნახევარფინალში მისი მეტოქე პოლონელ ჟეზიერზანსკისა და რუმინელ სტეფანს შორის მოგებული იქნება, ხოლო თუ აჯობებს, ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ვერებს დაეჭიდება.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 70 კილოგრამშიც უნდა შეივსოს. საქართველოს ნაკრების სახელით ამ წონაში დიმიტრი ბასილაშვილმა იჭიდავა, მაგრამ ევროპირველობას პირველივე წრიდან დაემშვიდობა, უკრაინელ რადულოვთან წაგებით.

0.122746